წყნეთის  აგარაკები 

                            

  წყნეთის  აგარაკები 

                            

ჩვენ შესახებ

      წყნეთის სააგარაკე კომპლექსი 1949 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ინარჩუნებს ამ ფუნქციას. დაარსებიდან იგი ექვემდებარებოდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს. დღეს იგი წარმოადგენს შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის" საკუთრებას.

     თავდაპირველად კომპლექსი მოიცავდა 47 ჰა მიწის ფართობს, მასზე განთავსებული 400-ზე მეტი აგარაკით, სადაც მინისტრთა საბჭოს წევრებთან ერთად ისვენებდნენ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებიც.90-იან წლებში კი ტერიტორიული რღვევის შედეგად დევნილი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, სწორედ ამ აგარაკებში შესახლდა.

   შედეგად, დღეს სააგარაკე კომპლექსი მოიცავს 10 ჰა შემოსაზღვრულ მიწის ნაკვეთს, 23 კოტეჯით. ტერიტორიაზე განთავსებულია კეთილმოწყობილი, დახურული საცუარო აუზი, მაღალი დონის სპორტული მოედანი და საბავშვო ატრაქციონები. მთელი ტერიტორია დაფარულია უნიკალური მარადმწვანე, მრავალწლიანი ნარგავებით, გაშენებულია ასევე ვენახი.

    ტერიტორია შემოსაზღვრულია და ემსახურება შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, მისთვის განკუთვნილი 2 საგუშაგო ჭიშკრითა და შენობებით.

  კომპლექსს ემსახურება გამოცდილ თანამშრომელთა გუნდი: დეკორატორი, დიასახლისები, მებაღეები, ტექნიკური პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს მოაგარაკის მშვიდ და უსაფრთხო დასვენებას.

VILLA TSKNETI